მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე მაია ცქიტიშვილს ანაკლიაში ეპატიჟება

5c97278214533
თამუნა ქემერტელიძე
24.03.19 10:43
1270
“თიბისი ჯგფის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს ანაკლიაში იწვევს.

“მაია ცქიტიშვილს პატივს ვცემ როგორც ქალბატონს, არაფერი პერსონალური. მინდა მხოლოდ საქმეზე ვისაუბრო. უბრალოდ მოვიწვევ მას ანაკლიაში, დავახვედრებ სამუშაო ფორმას, გავიდეთ ობიექტზე. დავათვალიერებინებ იმას, თუ რაც გაკეთდა. მინდა ვაჩვენო ის პრეზენტაცია და ის დეტალები, თუ საით მივდივართ, რას ვავაკეთებთ იმ “ტალახში” როგორც მან უწოდა. კარგია, რომ თავის ფეხით გაიაროს და შეხედოს რა პერსპექტივაზე ვსაუბრობთ ჩვენ”-აცხადებს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები