მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებას "ურტყამს"

5c6ac45fb492e
დათო ჯალაღონია
18.02.19 18:41
1358
„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესში ინვესტორს სახელმწიფო გვერდში უდგას, თუმცა ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადებები მას აშფოთებს.

ასე უპასუხა ხაზარაძემ კითხვას - ხომ არ შეაფერხებს მიმდინარე საგამოძიებო პროცესები ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

„მე არანაირ დასკვნას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ. სიტუაცია გვაქვს შემდეგი, თქვენ იცით, რომ ბოლო 5 წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინ სწორედ ამ დროს და ჩვენ ველოდებით ფინანსურ თანხმობას, რომლიც არის საკმაოდ რთული პროცესი, მაისი-ივნისის თვეში.

ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის კავშირის გვაქვს რაღაც დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ისნტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ.

ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მხარში გვიდგას. ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს, თუმცა მეორეს მხრივ, მე მაშფოთებს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს განცხადებას მაშინ, როცა გამოძიება დამთავრებული არ არის და სასამართლო დანიშნული არ არის“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები