მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მივიღე

5c7cf476853d9
თელარა გელანტია
04.03.19 13:47
4181
"თიბისი ბანკის" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი მან შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც დეპუტატების 2008 წლის ტრანზაქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

„არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისაგან რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს, მე ძალიან გამიკვირდა, რომ ეს დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ მე გეტყვით დასკვნაში, როგორ მინდა რომ გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მან წერილის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა.

„წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები