მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მამუკა ხაზარაძე რასაც იწყებს, ყოველთვის შედეგიანია, მას ყველაფერზე ნაფიქრი აქვს"

5d25ae58e3f48
თამუნა ქემერტელიძე
09.07.19 12:21
4399
„მამუკა ხაზარაძე რასაც იწყებს, ყოველთვის შედეგიანია, მას ყველაფერზე ნაფიქრი აქვს“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Bm.ge-ის ხაზარაძის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

ჭყონიას თქმით, ხაზარაძეს წლებია აკვირდება და ყველა ბიზნესი, რომელსაც ის იწყებს, კონკრეტულ შედეგებზე გადის.

“მამუკა ხაზარაძემ რაც ფეხი აიდგა ბიზნესში, მას შემდეგ ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ამდენი წელია ვაკვირდები - ვაკვირდები კრიტიკულადაც. რასაც იწყებს ყოველთვის შედეგიანია, ყველაფერზე ყოველთვის ნაფიქრი აქვს. არ შეიძლება ეს მოძრაობა წარმატებული და გრძელ ვადაზე გათვლილი არ იყოს, დარწმუნებული ვარ, გეგმას მეც გამაცნობს”, - აცხადებს ბიზნესმენი.

კითხვაზე - მოიაზრებს თუ არა ისიც თავს ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში, ჭყონია ამბობს, რომ - არა.

“რადგან თქვენგან გავიგე ეს ამბავი, ალბათ, მე არ განვიხილები“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ცნობისთვის: როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

ხაზარაძის თქმით, მის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ისინი, "ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა".

მისი განცხადებითვე, მიმდინარე მოვლენები საგანგაშო სახეს იღებს, რაც ქვეყანაში ეროვნული ძალების გაერთიანებას ხდის აუცილებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები