მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: საქართველოში ტვირთი არის იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა

5c972a930048b
BM.GE
24.03.19 10:57
718
საქართველოში ტვირთი არის იმაზე მეტი, ვიდრე ეს არის საჭირო,- ამის შესახებ თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მან გადაცემას “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ მისცა.

ტვირთების საკითხზე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის კონტექსტში ისაუბრა. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო პარტნიორები „ანაკლიის პორტის“ პროექტში სახელმწიფოს ტვირთების გარანტორად ჩადგომას სთხოვენ, რაზეც თანხმობა საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუცია.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ გარანტიის გაცემა სახელმწიფოს მაქსიმუმ 50 მილიონი დოლარი დააუჯდება.

„ჩვენი ინვესტორები არანაირ ნაბიჯს არ გადადგამენ, მანამდე, სანამ ოფიცილაური პოზიცია არ დაფიქისრდება სახელმწიფოს მხრიდან. თუ ოფიციალური პოზიცია არის გარანტიის გახსნაზე…გარანტია დღეს კი არ არის საჭირო, გარანტია იმუშავებს მაშინ, როდესაც პორტი უკვე აშენებული გაქვს.

აქვე მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩვენს მიერ ჩატარდა SSA Marine-ის მიერ, ჩვენ მიერ დაქირავებული კიდევ მესამე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ბანკების მიერ დაქირავებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ტვირთი არის იმაზე მეტი, ვიდრე ეს არის საჭირო. ეს არის დისკონტირებული ტვირთების რაოდენობაზე.

ანუ ერთი მხრივ, ბანკები ამბობენ, რომ ტვირთი არის, მეტიც, ტვირთი რომ არ იყოს, ბანკები საერთოდ აქამდე არც მოვიდოდნენ. ასე პერსონიფიცირება, თითქოს ხაზარაძე ითხოვს რაღაც გარანტიებს, აქეთ მეორე მხარეს იმის მტკიცება, რომ ხაზარაძე და ბანკი არაფერ შუაში არ არის, ცოტა ერთმანეთში კონფლიქტში მოდის. შეიძლება ვმეორდები, მაგრამ მინდა, რომ ეს გზავნილი გავუგზავნო მათ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სატრანსპორტო პოლიტიკაზე უნდა აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა.

ეს მაქსიმუმ შეიძლება იყოს 50 მილიონი დოლარი. ამ თანხის მოძიების შესაძლებლობა მათ ფონდებშიც აქვთ, არსებობს ასეთი ფონდები ევროკავშირშიც და სახელმწიფოს თუ სურვილი ექნება, ბიუჯეტიდან კი არ გამოყოს ეს გარანტია, არამედ მოიზიდოს ფონდებიდან, რომლებიც არაერთი არსებობს.

ვთქვათ, სახელმწიფო უარს ამბობს გარანტიის გამოყენებაზე, მაშინ ბანკები ეუბნებიან, რომ თქვენ კი ბატონო, აი, ჩვენი აშენებული პორტი წაიღეთ ეს ყველაფერი თვითღირებულების ფასად. და უკვე ჩვენ, ანუ ინვესტორებს, არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ვიღაც რაღაცას აგვინაზღაურებს. ანუ სახელმწიფოს აქვს ისეთი ბერკეტი, რომ ჩვენი ჩადებული ფული, რომელიც იქნება დაახლოებით 120-140 მილიონი დოლარი, საიდანაც 70 მილიონი უკვე ინვესტირებული გვაქვს, ფაქტიურად ახალი პორტით არის სრულად გადაზღვეული”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები