მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფომაც მოგვთხოვა ვალდებულებების გადავადება

5c9719c6cfa2f
თამუნა ქემერტელიძე
24.03.19 10:16
1309
გადაცემისთვის “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იმ ვალდებულბებზე საუბრობს, რომლის გადავადებაც სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმს თხოვა. თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი მათ შორის მიწების გამოსყიდვის პროცესს ასახელებს.

“რათქმაუნდა, ჩვენ გადავადებები გვქონდა, მაგრამ ეს გადავავდებები მოხდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი ჯარიმა სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია და არც არავის უპატიებია ეს ჯარიმა ჩვენთვის. ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტური მიზეზი, ეს არ იყო ჩვენგან გამოწვეული, არაერთი ფაქტორი იყო საამისოდ. ესეთი პროექტი ქაღალდზე რომ იწერება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალობაშიც ასე გადავა. ეს იყო ორმხრივი შეთანხმება. როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, სახელმწიფომაც მოგვთხოვა რაღაც ვალდებულებების გადავადება. ჩვენ ამის დოკუმენტურად ჩვენებაც შეგვიძლია. იქ იყო მიწების გამოსყიდვის პროცესი, იქ იყო ტენდერის დროულად ჩატარების პროცესი. ჩვენ ხომ ვალდებულებები ერთმანეთთან ავიღეთ?

დამოკიდებულება არა არი სწორი. მე ვარ ახლა სახელმწიფო მოხელე, შენ პატარა ხარ და მე შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ არ შეგიძლია ჩემზე ისაუბრო, ეს არაა სწორი”-აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, მათ არანაირი ჯარიმა ან წერილი არ მიუღიათ. მიღების შემთხვევაში კი კონსორციუმი ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები