მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე სრული პასუხისმგებლობით ადასტურებს, რომ გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო

5c7d0911f3011
BM.GE
04.03.19 14:47
600
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას სრული პასუხისმგებლობით შეუძლია დაადასტუროს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის კითხვაზე პასუხისას ხაზარაძემ თქვა, რომ მან მუქარის არსებობა პირველ დაკითხვის ოქმშიც ახსენა. 

"ბატონო დიმიტრი მე თქვენი კითხვიდან დავიწყებ, რადგან მთელ ამ ისტორიში ეს მიგაჩნიათ [ხაზარაძის მხრიდან ზეწოლის წერილის გაგზავნა] ყველაზე მთავარ საკითხთად. მე ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად მიმაჩნია ადამიანის მიმართ უსამართლობა. წერილი არის ერთ-ერთი პატარა ფრაგმენტი. შეიძლება პოლიტიკოსებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. ამიტომაც გიდასტურებთ და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე ვიცი სად ვდგავარ და რა პასუხისმგებლობა მაქვს პარლამენტის წინაშე გამოსვლით, დამერწმუნეთ რომ აქ არანაირ სპეკულაციას და არანაირ სკანდალურ განცხადებებს მე არ გავაკეთებ. მე გითხარით რომ ჩემი დაკითხვის ოქმში მე ვახსენე, რომ იყო მუქარა, სამწუხაროდ შედეგად მივიღე პრესკონფერენცია, რომ ჩვენ ვართ ასოცირებული ფულის გათეთრებასთან. შემდეგ ამას მოჰყვა ორკესტრირებული თავდასხმა. ორკესტრირება არის ის, რომ სახელმწიფო ორგანო, მეორე სახელმწიფო ორგანო ერთი სუბიექტის მიმართ, პოლიტიკური შეფერილობითა და პოლიტიკური განცხადებების ფონზე აკეთებს ერთიან პოლიტიკას. რომ მათი “ორკესტრის” პრელუდია და სუიეტა გამოვიდეს ერთიანი,"- განაცხადა ხაზარაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები