მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძის ჰარვარდელი მეგობრები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ბოლო სასამართლოს წინ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ

61dadf1c6e448
BM.GE
09.01.22 16:52
6620
60-ზე მეტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, კორპორაციების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის ბოლო სასამართლო პროცესის წინ, მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ლელო საქართველო" ავრცელებს. 

მიმართვაში ხელმომწერები ხაზს უსვამენ, მამუკა ხაზარაძის წვლილს, საქართველოს განვითარებასა და საერთაშორისო ბიზნეს წრეებში ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ ყველაფერს საქართველოს სასამართლო გაითვალისწინებს და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

"მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კუსრდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, „OPM29 2000“ - ვიცნობთ რა მამუკას უკვე 20 წელზე მეტია, მხარდაჭერას ვუცხადებთ მას, რადგან ვიცით რა მისი პატრიოტიზმი, პატიოსნება და ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ.

მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს, მან უმასპინძლა ჩვენს, კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჰარვარდელებმა აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი შეუფასებელი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით.
მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის განვითარებას და ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობები გაეცნო მსოფლიოს წამყვანი ბიზნესორგანიზაციებისთვის და მათი ხელმძღვანელებისთვის.

მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს"-ნათქვამია მიმართვაში.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, 2019 წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავებიან.

ავთანდილ წერეთელს კი, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი 11 იანვარს უნდა გამოაცხადოს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები