მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაჯილდოვდა

თთ
01.02.24 19:15
1422

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაჯილდოვდა „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გერმანული ბრენდის 45 იმპორტიორს შორის გამოარჩიეს და MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის დააჯილდოვეს.

მთავარი ინდიკატორი ის მასშტაბური პროექტები გახდა, რომლებმაც გერმანული ბრენდის MAN-ის საქართველოში პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

დაჯილდოების ცერემონია დუბაიში, MAN Truck and Bus-ის იმპორტიორების შეხვედრაზე გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის დუბაის სადილერომ - MAN Truck Bus Middle East Africa CIS-მა უმასპინძლა, რომელიც 45 ქვეყნის იმპორტიორებს აერთიანებს.

ვორქშოფის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, როგორც გაყიდვების, ისე მარკეტინგული აქტივობის თვალსაზრისით.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: 2022 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ კიდეც. ჩვენი მარკეტინგული აქტივობები MAN Truck and Bus-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. პარტნიორებს რამდენიმე პროექტი წარვუდგინეთ. მათ შორის იყო სოციალური კამპანია „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომლის ფარგლებშიც 3 ქალბატონი საქართველოში, MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში დავასაქმეთ. პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გუნდის მხარდაჭერისთვისაც.

ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა მივეცით ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ MAN-ის ოპერირების საკუთარი გამოცდილებაც. პოტენციურ მომხმარებლებს ვიდეოების მეშვეობით გერმანული ბრენდის უპირატესობებზე ინფორმაციას უწყვეტად ვაწვდით და ვუადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. გვიხარია, რომ ეს აქტივობები ჩვენმა პარტნიორებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს და „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დააჯილდოვეს“.

თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა ზუსტად 17 წლის წინათ, 2006 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ევროპული პრემიუმ ბრენდის შემოსვლა ქვეყნისთვის ევროპის კიდევ ერთი კარის გაღებას ნიშნავდა.

ორი ბრენდის ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები თეგეტასა და MAN-ის ბიზნესინტერესების დამთხვევამ განსაზღვრა. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 17-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა. თანამშრომლობა კომერციული ავტოტრანსპორტის მიმართულებით MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო. მას შემდეგ ევროპულ შვიდეულში შემავალი ბრენდისა და საქართველოს უმსხვილესი კომპანიის პარტნიორობა სულ უფრო ფართო და მრავლისმომცველი ხდება.

დღეს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია MAN-ის ბრენდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამარაგებს თბილისსაც და ერევანსაც. მათ სერვისსაც თავად უზრუნველყოფს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS- ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.