ვაჭრობისა და ტექსტილის წარმოების სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „მანამო“, საქართველოში 2017 წლიდან გამოჩნდა. ის ხარიასხიან ტექსტილს ხელმისაწვდომს ხდის როგორც ფილიალების, ასევე ონლაინ მაღაზიის საშუალებით.

“მანამოს” პროდუქციის მუდმივად განახლებადი კოლექციები, თანამედროვე დიზაინი, ბუნერივი და ხარისხიანი ქსოვილი უზრუნველყოფს მომხმარებელთან მუდმივ ინტერესსა და ლოიალურობას ბრენდის მიმართ. პროდუქციის ასორტიმენტი საძინებლის, აბაზანის, სამზარეულოს, აქსესუარების, მოზარდებისა და საბავშვო ხაზებს მოიცავს. ქსოვილების ფართო არჩევანი კი სატინას, ბამბას, ბამბუკს, ფანელს და ა.შ. Პროდუქციის დიდ ნაწილს აქვს თერმორეგულაცია, რაც ნიშნავს რომ ზამთარში უზრუნველყოფს სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს.
კომპანიაში სჯერათ, რომ ხარისხიანი ტექსტილი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ოჯახისთვის და ამ პასუხისმგებლობის გაზიარებით, მუდმივად ცდილობენ მომხმარებელს კარგი პირობები და სპეციალური შეთავაზებები გაუკეთონ.
„ამ მუდმივად ცვალებად, დატვირთულ სამყაროში უფრო მეტად გვიჩნდება იმის სურვილი, რომ თავი ნამდვილად სახლში ვიგრძნოთ. სახლი ხომ ის ადგილია, სადაც დასვენება და ლაღად ყოფნა უნდა შეგვეძლოს. ჩვენ, როგორც „მანამოს“ გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავი გაგრძნობინოთ სახლში იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე. ამ იდეით ფილიალების განახლებისა და რებრენდინგი დავიწყეთ.
ჩვენ კოლექციას ოთხი ძირითადი ფერის გარშემო ვქმნით, რომელსაც ყოველწლიურად ვირჩევთ. „მანამო ჰოუმის“ ფერების პალიტრით, თქვენ ფერებისა და სტილის ერთმანეთთან შერწყმის შესაძლებლობა მუდმივად გექნებათ, რათა შექმნათ თქვენთვის სასურველი გარემო, იქნება ეს კლასიკური თუ თანამედროვე სტილის“, - აცხადებენ კომპანიაში.
„მანამო ჰოუმის“ კომფორტული და განახლებული ფილიალების გარდა, მომხმარებელს მისთვის სასურველი ტექსტილისა თუ სხვა აქსესუარების შეძენა ნებისმიერ დროს „მანამოს“ ვებგვერდის - manamohome.com საშუალებითაც შეუძლია. ვებ გვერდზე ბრენდი ხშირად სთავაზობს ექსკლუზიიურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს, ისევე როგორც ონლაინ განვადების სერვისს.
თუ გსურთ, რომ თვალი ადევნოთ ბრენდის შეთავაზებებსა და სიახლეებს მიყევით მათ Facebook-ზე ან Instagram-ზე.
®


























