მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Manchester United-მა დავალიანების გამო ბანკიდან კრედიტი აიღო

5ecfac20d811a
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.20 23:30
1141
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა Manchester United-მა, ბანკიდან (Bank Of America) კრედიტის სახით 140 მილიონი ფუნტი აიღო.

სესხის აღების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა გაირკვა, რომ დავალიანება 429 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.

თანხა კლუბს კორონავირუსის პანდემიისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, კრედიტის დაახლოებით ნახევარს კლუბი ზაფხულში ახალი ფეხბურთელების დამატებაში დახარჯავს.

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე Manchester United-ი ჯეკ გრილიშის, მუსა დემბელეს და ჯეიდონ სანჩოს შეძენას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები