მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება

მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება 
26.07.24 12:09
1196

მიმდინარე წლის ნოემბერში, SMH Sports-ისა და Kinkladze Global-ის ერთობლივი პროექტი, Sports Networking Lounge – G7 მანჩესტერში გაიხსნება.

პროექტის შესახებ SMH Sports-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი საუბრობს:

– რას მოიცავს G7, რომლის გახსნაც მანჩესტერში, ნოემბერში დააანონსეთ?

– ,,G7 იქნება „membership club”-ი, რომელიც სპორტული სამყაროს პროფესიონალებს ექსკლუზიურ საშუალებას მისცემს სოციალიზაციისა და ,,ნეთვორქინგისათვის.’’ კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტული საზოგადოებისთვის, მეტწილად, ფეხბურთისთვის ექსკლუზიური თავშეყრის ადგილის შექმნას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრი კერძო „membership club”-ი არსებობს, რომელსაც მდიდარი ისტორია და მემკვიდრეობა აქვს, თუმცა G7 არის პირველი კლუბი, რომლის მთავარი არსი სპორტი და სპორტზე ორიენტირებული თემატიკა არის. სწორედ ამით არის G7 გამორჩეული კონცეფციის მქონე და ექსკლუზიური ადგილი არამხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.’’

– რა მნიშვნელობა აქვს G7-ს ქართული ბიზნესისა და სპორტული რეალობისთვის?

– ,,G7 ექსკლუზიურად ქართულ სპორტსა და სპორტთან დაკავშირებულ ბიზნეს სექტორს საშუალებას მისცემს ლოკალურ საზღვრებს გასცდეს, ჩამოაყალიბოს ახალი კონტაქტები და კავშირები გლობალურ დონეზე.

ასევე, განახლდეს კავშირი ინგლისისა და საქართველოს ფეხბურთის საზოგადოებას შორის, ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.’’

– ვისთან პარტნიორობით ახორციელებთ აღნიშნულ პროექტს?

– ,,ამ პროექტის სულისჩამდგმელი არის ჩვენი ახლო მეგობარი და პარტნიორი, ქართული ფეხბურთის ლეგენდა და ყველასთვის საამაყო გიორგი ქინქლაძე, რომელთან ერთადაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა 1 წლის წინ. მოგეხსენებათ, 2023 წელს დავაანონსეთ გიოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბრიტანეთის მასშტაბით სხვა წამოწყებებშიც აისახება. საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით.’’

– რამ განაპირობა SMH Sports-ისთვის გიორგი ქინქლაძესთან სტრატეგიული პარტნიორობის შექმნის გადაწყვეტილება და ბრიტანეთში ბიზნესსაქმიანობის წამოწყება?

– ,,პასუხი მარტივია, თავად გიორგი ქინქლაძის პერსონამ, მისმა ჩართულობამ ამ პროექტში და ზოგადად, მისმა რეპუტაციამ ბრიტანეთში, დაუფიქრებლად მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როგორც აღნიშნულ პროექტში ჩავრთულიყავით, ისე სტრატეგიული პარტნიორობა გაგვეფორმებინა გიოსთან. შესაბამისად, დავაფუძნეთ ერთობლივი კომპანია - Kinkladze Global, რომელიც ბრიტანეთში უკვე ოპერირებს.

გვაქვს საკმაოდ მასშტაბური გეგმები, რომლებიც მოიცავს ბევრი, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას, მათ შორის არის Kinkladze Foundation. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული სპორტის, კერძოდ, ფეხბურთის დაკავშირებას ბრიტანეთთან. ყოველივე ეს კი, მსოფლიოს მასშტაბით ქართული სპორტის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი იქნება.’’

SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით.

SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.

SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.

SMH Sports -ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები