მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მანდარინის ჩირზე დიდი მოთხოვნაა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში“ - „კერკი“

640464721aa94
ნანუკა ნარიმანიძე
05.03.23 23:00
866
„კერკის“ პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე პოლონეთსა და კანადაშიც”, - ამის შესახებ „კერკის“ გაყიდვების ხელმძღვანელმა ნინო ხაჩიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ბევრი ქვეყნიდან მოდის ინტერესი, მოგეხსენებათ, ჩვენ ნატურალური პრინციპებით, დანამატების გარეშე ვქმნით პროდუქტს. სწორედ ესაა დაინტერესების მთავარი მიზეზი. კანადაში სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილია, ახლა პროდუქტის გაზრდილი რაოდენობით გაგზავნა იგეგმება. პოლონეთსა და ბალტიისპირეთშიც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით მანდარინის ჩირსა და დაჭრილ ხურმაზე. 2023 წლის სეზონისთვის ნედლეულის მიღება გავაორმაგეთ და ფერმერებისგან დაახლოებით 150 000 კგ ნედლეული შევისყიდეთ, აღნიშნულ ქვეყნებში ორ ტონამდე პროდუქტს გავგზავნით“, - აღნიშნა მან.

Bm.ge-თან ინტერვიუში ნინო ხაჩიძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კერკი“ თბილისსა და ბათუმში მაღაზიების გახსნას გეგმავს.

„ამ ეტაპზე ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას ბათუმსა და თბილისში, მოგვიანებით ამ არეალსაც აუცილებლად გავაფართოებთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის,„კერკი“ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონის პერიოდში კი მათი რაოდენობა 50-მდე იზრდება. „კერკის“ პროდუქციის შეძენა „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „ვეიმარტსა“ და „სმარტშია“ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები