მანდარინის ექსპორტმა 3,069 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 911 ტონა.
ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (1,645.5 ტ) და უკრაინა (1,137.2 ტ), ასევე ლატვია (39.9 ტ), სომხეთი (210.3 ტ), ყირგიზეთი (20.9 ტ), ყაზახეთი (15.0 ტ).
მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა.
25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.