მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა

მანდატური

მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა.

სამსახურს ამ დრომდე ხელმძღვანელი არ ჰყავდა მოვალეობას კი სალომე სანაძე ასრულებდა.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური
უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში.

2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები