მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მანქანების მრავალფეროვანი არჩევანი ყველაზე დაბალ ფასად" - საქართველოში პირველი ლაივ ავტო აუქციონი ჩატარდება

სს
12.09.25 20:25
2732

27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონი დაინტერესებულ პირებს პირველ ლაივ ავტო აუქციონზე იწვევს. იგი 27 სექტემბერს, 12:00 საათზე წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე გაიმართება.

მანქანების აუქციონი ლაივ რეჟიმში არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიება იმართება – აქამდე, ანალოგი არც ჩვენს ქვეყანაში და არც ამიერკავკასიაში არ ყოფილა.

ლაიონ აუქციონის ინფორმაციით, ეს არის გამჭვირვალე და საინტერესო აუქციონი და მონაწილეობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 10 ავტომობილიდან ერთ-ერთი შეარჩიონ.

"აქ იქნება მანქანების მრავალფეროვანი არჩევანი ყველაზე დაბალ ფასად. ეს არის შანსი, გახდე პირველი ლაივ აუქციონის მონაწილე. თვალი გვადევნე, რომ არ გამოგრჩეს აუქციონში მონაწილეობა," - წერს ლაიონ აუქციონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები