მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მანქანების „ვრაპინგის“ სერვისის განვითარებას ვგეგმავთ - Kikala Factory

car wrapping

Kikala Factory ახალი მიმართულებით მუშაობს. კომპანია გეგმავს მანქანების „ვრაპინგის“ სერვისის შეთავაზებას. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, მამუკა კიკალიშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, „ვრაპინგი“ დღეს ძალიან პოპულარული მომსახურებაა, რაც მანქანის მთლიანად ფირით დაფარვას გულისხმობს.

„ვიწყებთ ახალი პროდუქტის განვითარებას - ეს არის მანქანის “ვრაპინგი”. უკვე გავაკეთეთ სამი მანქანა, რომელიც ჩვენი დიზაინით შექმნილი ფირით დავფარეთ. მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ დამცავ ფირს, არამედ დამცავ ფირს დიზაინით, რომელსაც თავად ვბეჭდავთ“, - თქვა მან.

მამუკა კიკალიშვილი აღნიშნავს, რომ წელს, ახალი დანადგარის შეძენა იგეგმება, რომელიც იტალიიდან იქნება იმპორტირებული და მიმდინარე წლის შუა პერიოდში ჩამოვა, რაც შესაძლებლობას მისცემთ სერვისის მასშტაბი გაზარდონ.

„ადრე დიზაინერებს შიში ჰქონდათ, რადგან არ ჰქონდათ მსგავსი ტიპის ტექნოლოგიებთან შეხება - ფიქრობდნენ, რომ საღებავი გაცვდება, სუნი გაჩნდება, ჭრა ზუსტი ვერ იქნება. ჩვენი მიზანია, ეს შიშები მოვუხსნათ, ვაჩვენოთ, რომ ყველაფერი უმაღლესი ხარისხით კეთდება, რათა მომხმარებელმა თამამად შეუკვეთოს“, - აცხადებს კიკალიშვილი.

დანადგარის დამატებითი ინვესტიცია დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენს. სერვისის ღირებულება ამჟამად დაახლოებით 2 500 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები