მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მანქანის ჩანაცვლების სერვისი "ალდაგისგან"

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც მანქანას ალდაგში დააზღვევენ, სადაზღვევო შემთხვევის დროს ალტერნატიული ავტომობილით ისარგებლებენ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მანქანის აღდგენისას, როდესაც დაზიანებული ნაწილების შეკეთება სერვისცენტრში ხდება. ავტომობილის ჩანაცვლების ვადა წლის განმავლობაში 14 დღეა. კომპანია ალდაგი ორიენტირებულია მომხმარებელს მათზე მორგებულ პირობებთან ერთად მეტი კომფორტი შესთავაზოს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები