მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაპატიეთ, რომ ჩემს შვილს აღზრდა დავაკელი"

5680114297d64
BM.GE
27.12.15 20:23
3226
ფოტოზე თავდახრილი გოგონას სახელი ჩო ხიონა. იგი "კორეის ავიახაზების" ხელმძღვანელის ქალიშვილია. იმავდროულად, მას კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც ეკავა. ეკავა, რადგან სერიოზულ სკანდალში გაეხვა და გადადგომა მოუწია.

2014 წლის 5 დეკემბერს, "კორეის ავიახაზები"-ს კუთვნილი თვითფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც მან 20 წუთით შეაყოვნა რეისი, რადგან მას თხილი მიართვეს პაკეტში, და არა თეფშით. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ჩომ სერიოზული სკანდალი მოაწყო თვითფრინავში, შედეგად კი მომსახურე ბორტგამცილებელია რეისიდან მოხსნეს.

ჩოს მამამ, "კორეის ავიახაზები"-ს ხელმძღვანელმა ჩო იანგჰომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა: "მაპატიეთ. ეტყობა, ამ სულელს აღზრდა დავაკელი".
 
მან გასცა განკარგულება, რომ მისი ქალიშვილი აღარ იქნება წარმოდგენილი Hanjin Group-ის ("კორეის ავიახაზები"-ს მფლობელი) წევრ კომპანიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები