მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაქრო ქონსთრაქშენი“ ახალი სერიის,„პრესტიჟი“ და ამ სერიის პირველი პროექტის „პრესტიჟი კოსტავაზე“ პრეზენტაცია გამართა

64743a6ab2a46
BM.GE
29.05.23 12:00
1968
სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ახალი სერიის, „პრესტიჟი“ და ამ სერიის პირველი პროექტის, „პრესტიჟი კოსტავაზე“, პრეზენტაციას გამართა.

„პრესტიჟი“ კომპანიის კიდევ ერთი ახალი და მომხიბვლელი მიმართულებაა, რომელიც ქალაქის ცენტრში ლუქს, ელიტარულ და ბუტიკ პროექტებს მოიცავს. ის ფაქტი, რომ „პრესტიჟის“ სერიის პროექტები ქალაქის ცენტრალურ მისამართებზე განლაგდება და მაღალი არქიტექტურული გემოვნებით იქნება გამორჩეული, პრესტიჟს შემატებს არა მხოლოდ მათ მფლობელს, არამედ ქალაქის იერსახესაც.

"პრესტიჟის სერია" აერთიანებს ფეშენებელურ აპარტამენტებს, კომფორტსა და ელეგანტურობას განსაკუთრებული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებლებით. კომფორტის ზონის უფრო მაღალი ეფექტურობისთვის, სერია გათვლილია მცირე რაოდენობის საცხოვრებელ ფართებზე.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ წარმოებული „მწვანე“ კონცეფციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ბუდაპეშტი და „მწვანე ალმასი“ ავაგეთ, კომპანიამ კიდევ ერთი ახალი და მომხიბვლელი მიმართულება „პრესტიჟი“ წარადგინა, რომელიც ლუქს, ელიტარულ და ბუტიკ პროექტებს მოიცავს.

სერია "პრესტიჟი" მის მცირერიცხოვან მფლობელებს გაანებივრებს იმ ყურადღებით, რასაც ხალხმრავალი კომპლექსების მაცხოვრებლები მოკლებულნი არიან. ყველაფერი ეს ოცნებას ჰგავს, რომელშიც კომფორტი და ყურადღება ერთდროულად აბედნიერებს ადამიანებს...

„პრესტიჟის“ სერიის პროექტები განთავსდება ქალაქის ცენტრში, იქნება მცირე მოცულობის და მაქსიმალურად კომფორტული. ლოკაციიდან გამომდინარე მათზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იქნება როგორც გაქირავების, ასევე გაყიდვის შემთხვევაში. კვლევების მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბნებს უძრავი ქონების გაქირავების ფასების გათვალისწინებით ინვესტიციის საკმაოდ მაღალი ამოგების კოეფიციენტი აქვს, რაც უფრო ზრდის „პრესტიჟის“ სერიის პროექტების ფასეულობას.“ - განაცხადა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ოღუზ ქაან ქარაერმა.

რაც შეეხება სერიის პირველ პროექტის დეტალებს, „პრესტიჟი კოსტავაზე“ მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის მიერ შექმნილი ე.წ. საქ-ნავთობის“ ადმინისტრაციული შენობის რესტავრაცია/რეკონსტრუქციის პროცესს მოიცავს მისთვის არქიტექტურული იდენტურობის შენარჩუნებით.

„პრესტიჟი კოსტავაზე“ მდებარეობს თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე, კოსტავას ქუჩაზე. აღნიშნული ლოკაცია ადვილად ხელმისაწვდომს ხდის ქალაქის ყველა უბანთან და მნიშვნელოვან ობიექტთან მოხვედრას. პროექტი მოიცავს „საქ-ნავთობის“ ისტორიული შენობის რესტავრაცია/რეკონსტრუქციას და დამატებით, იმავე ესთეტიკაში გადაწყვეტილ ახალი ბლოკის მშენებლობას.
ისტორიულ შენობაში (ბლოკი A) განთავსებული იქნება მხოლოდ 17 ექსკლუზიური, მაღალჭერიანი აპარტამენტი, რომელთა ფართობი 120 - 202 კვადრატული მეტრია. აპარტამენტებში მოხვედრა თანამედროვე ლიფტით იქნება შესაძლებელი.

ისტორიულ შენობაში წარმოდგენილი აპარტამენტები მომხმარებლებს ჩაბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, რათა მფლობელმა თავისი გემოვნებითა და კომფორტის მოთხოვნების გათვალისწინებით თავად შექმნას თავისი ბინის დიზაინი.

ისტორიულ შენობას გვერდით ემატება იმავე ესთეტიკაში შესრულებული ახალი ბლოკი (ბლოკი B), რომლის საცხოვრებელ კომპლექსად ტრანსფორმაციის პროცესში სრულად იქნება გათვალისწინებული იმ ეპოქის სული, ატმოსფერო და ესთეტიკა, რომელშიც შეიქმნა ისტორიული შენობა.

ბ ბლოკში შედარებით მცირე კვადრატულობის 51 ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი და სამსაძინებლიანი ბინები იქნება წარმოდგენილი. ბ ბლოკის დაპროექტებისას გათვალისწინებულია ისტორიული შენობის არქიტექტურა და ისტორიული ტექსტურა, რათა არ დაირღვეს კომპლექსის მთლიანობა და ერთიანი აღქმა. ბ ბლოკის ბინები ისტორიული შენობის აპარტამენტებისგან განსხვავებით, სრული რემონტით ბარდება მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში „მაქრო ქონსთრაქშენი“ გთავაზობთ ბინების ინტერიერის ორ ვარიანტს, რომლებიც სრულად შეეფერება ისტორიული შენობის სტილს.

პროექტის უპირატესობები განაპირობებს ინვესტიციის ამოგების (ROI) მაღალ მაჩვენებლებს, რაც უძრავი ქონებით დაინტერესებულ მომხმარებლებს განხორციელებული ინვესტიციის 8 წელიწადში ამოგების საშუალებას მისცემს.

(რ) 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები