დღეს, 19:00 საათზე, კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასი“, მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება.
მისამართი: ბობ უოლშის ქ. 32 (ოლიმპიურ სოფელთან), დიღომი, თბილისი.
„მწვანე ალმასის“ მშენებლობის სამივე ეტაპი 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს და მისი საინვესტიციო ღირებულება 112 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მშენებლობის პირველი ეტაპი 2016 წლის 28 მაისს დასრულდა.

























