მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საელჩოებში დასაქმებულების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ - პრემიერი

63a957cf44d7d
BM.GE
26.12.22 12:31
419
ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ელჩებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. ბატონი ილია დარჩიაშვილი, როგორც ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული თქვენი საკითხების მოგვარებაში. ყველა თქვენს თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი ოჯახებიდან შორს, საზღვარგარეთ ყოფნა, ცხოვრება და მოღვაწეობა.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თქვენ კიდევ უფრო კომფორტულად, კიდევ უფრო კარგი პირობებით შეძლოთ თქვენი მთავარი მოვალეობის შესრულება. ბატონ ილიას აქვს ძალიან კარგი ინიციატივები. ამის თაობაზე ალბათ სხვა ფორმატში გვექნება მსჯელობა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და მის ინიციატივებს, მთავრობის დონეზე ჩვენ გვექნება მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველას“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები