მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაქვს ინფორმაცია, "სუფთა სახლთან" მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება"

5e91ecf63bfcc
BM.GE
11.04.20 19:34
3092
"მე როგორც მაქვს ინფორმაცია, “სუფთა სახლთან” დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"- ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ. 

დღეიდან, საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელის “სუფთა სახლის" ყველა ფილიალი დაკეტილია. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ თავდაპირველად მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინების შედეგად ვალდებული გახდნენ დაეხურათ საკუთარი მაღაზიები.

BMG-ის კითხვაზე პასუხად, მოხვდება თუ არა კომპანია ე.წ. “საგამონაკლისო სიაში”, ეკონომიკის სამინისტროში პასუხობენ, რომ “სუფთა სახლს” მუშაობა ბოლომდე არ ეზღუდება და მას შეუძლია "სხვადასხვა სუპერმარკეტები" მოამარაგოს საკუთარი პროდუქციით.

"სუფთა სახლის მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ეძლევა მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს "სუფთა სახლის" პროდუქციით,"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თენგიზ კალანდაძე კი ამბობს, რომ მთავრობა გახსნის შესახებ თითოეული კომპანიის განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს და გადაწყვეტილების მიღებისას აფასებს თუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ბიზნეს ოპერატორების საქმიანობა შენარჩუნდეს. 

"რაც შეეხება კომპანია "სუფთა სახლს", ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, ეს ინფორმაცია აქვს ჩვენს მინისტრსაც, რომელმაც შტაბის წინაშე წარდგინება უკვე გააკეთა. მინდა ყველა მეწარმისთვის გავაკეთო განმარტება, თქვენ დამისვით კითხვა იგეგმება თუ არა ამ შეღუდვების შერბილება. ამ კითხვაზე პასუხი არის - არა. შეზღუდვების შერბილება არ იგეგმება, პირიქით, შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება. ამას ჩვენ გვკარნახობს ეპიდემიური სიტუაცია. ჩვენ ვიცით, რომ პიკს ველოდებით წინ. ხედავთ მაგალითად, რომ ლენტეხი ჩავკეტეთ, ვამკაცრებთ შეზღუდვებს. მაგრამ მეწარმეთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ისეთი კომპანიები, როგორიცაა “სუფთა სახლი”, ჩვენ სათითაო ქეისს განვიხილავთ და ვიტყვით რამდენად არის ამ კომპანიის საქმიანობა კრიტიკულად საჭირო ჩვენი მომხმარებლისთვის და ამის შემდეგ გადავწყვიტავთ გავხსნათ თუ არა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, “სუფთა სახლთან” დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"- ამბობს თენგიზ კალანდაძე. 

“სუფთა სახლი” ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს და მასში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები