ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, EBIT ჯგუფი 2016 წელს დაარსდა, დაგროვილი გამოცდილებისა და სხვადასხვა პროფილის პროფესიონალების მიერ. ჯგუფის მიზანია მხარი დაუჭიროს ორგანიზაციებს ბიზნესის განვითარების პროცესში, როგორც საკონსულტაციო ისე კვალიფიკაციის ამაღლების გზით. EBIT ჯგუფი საქართველოში და მის გარეთ მოქმედ მსხვილ კომპანიებს სთავაზობს საკონსულტაციო სერვისებს, როგორც ფინანსური და საოპერაციო მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების, ასევე IFRS სტანდარტების გათვალისწინებით.
შეიძლება თუ არა კომპანიას ჰქონდეს მაღალი მოგების მაჩვენებელი და მაინც დადგეს გაკოტრების რისკის წინაშე, ასევე შესაძლებელია თუ არა, რომ კომპანია აგენერირებდეს მოგებას, თუმცა ვერ ხედავდეს ფინანსურ სახსრებს? რა არის ამ კითხვებზე პასუხი, და რას ნიშნავს ფინანსური სახსრების სწორი მართვა.
სტუმრები: ვლად ბეჟაშვილი - "ებიტ ჯგუფის" პარტნიორი;
თამარ ჩხატარაშვილი - "ებიტ ჯგუფის" პარტნიორი.