საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაცია, ელმავალმშენებელ ქარხანაში ახალი ინვესტორი შევა. ამის შესახებ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელიც ელმავალმშენებლის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ეხება.
საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ელმავალმშენებელში დასაქმებულებმა გაფიცვის შემდეგ ხელფასი მიიღეს.
„მაქვს მყარი გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ინვესტორი შემოვა და არის შესაბამისი კონტრაქტები მზად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქარხანა ამუშავდება.
უნიკალურია ეს ქარხანა და მოთხოვნა ამ ქარხნის პროდუქციაზე განუზომლად დიდია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ქარხნის გაჩერება, ამ ქარხნის გაჯართება ნიშნავს უუნარობას და რესურსების განიავებას, რისი ფუფუნებაც ქართულ ეკონომიკას არ აქვს. მოვუწოდებ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად, იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენ დასაკარგი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "ელმავალმშენებლის" დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი ადმინისტრაციისგან 6 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვდნენ. შრომით დავაში ჩართული იყო როგორც პროფკავშირები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახური. პროფკავშირების ინფორმაციით, ადმინისტრაცია სახელფასო დავალიანებას ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობით იმიზეზებდა და რომ კომპანიას ფინანსური პოლიცია ამოწმებდა. ის, რომ შემწომება ნამდვილად მიმდინარეობს, bm.ge-ს საგამოძიებო უწყებაშიც დაუდასტურეს.

























