მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარადონას ექიმების გასამართლებას ითხოვენ

BM.GE
19.04.22 07:50
263
პროკურორები, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეს იძიებენ, სამედიცინო პერსონალის გასამართლებას ითხოვენ. ისინი ექიმებს არგენტინელი ფეხბურთელის „გაუფრთხილებლობით მკვლელობაში“ ადანაშაულებენ. ბრალდების მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარადონას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი რვა ექიმის არასწორმა მკურნალობამ და გადაწყვეტილებებმა ფეხბურთელი “უმწეო მდგომარეობაში” ჩააყენა. გარდა ამისა, პროკურორებისთვის გაურკვეველია მედპერსონალის გადაწყვეტილება, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარადონას მკურნალობა სახლში გაეგრძელებინა. 

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ათწლეულების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები