"ნედლეულის მომწოდებლების მხრიდან ხდება საბუთების გაყალბება“ - ამის შესახებ Bm.ge-ს "საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა, მისი განმარტებით არაკითილსინდისიერი მეწარმეები მარცვლეულის რეალიზაციის დროს საგადასახადო დოკუმენტაციას აყალბებენ, რაც შემდგომში მათ პრობლემებს უქმნის.
„ძალიან ძნელია ადგილობრივი და იმპორტული მარცვლეულის ერთმანეთისგან გარჩევა. საუბარია არაკეთილსინდისიერ მეწარმეებზე, რომლებიც სამწუხაროდ ბევრია. ისინი გაძლევენ ყალბ დღგ-ის საბუთს, რომლის იდენტიფიცირებას ვერ მოახდენ, არც კანონი გავალდებულებს მათ შორის.
ძალიან ხშირი იყო ასეთი შემთხვევები და სადღაც 90% მეფრინველეობისა დაზარალებული ვართ, იმიტომ რომ არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა შეცდომაში შეგვიყვანეს, გვითხრეს რომ ეს იყო იმპორტირებული მარცვლეული და აღმოჩნდა ქართული, არ ჩაგვითალეს დღგ, დაგვაწერეს ჯარიმები. ადრე მსგავს შემთხვევებში მიდიოდი საგადასახადოში და გაძლევდნენ საბუთს, დღგ-ს ფაქტურა ერქვა, თავისი ნომრით და ყველაფრით, ეხლა უკვე ელექტრონულად ხდება გადაგზავნა ამ საბუთის, კომპიუტერს შეუძლია ელექტრონულად ყალბიც გადაგზავნოს, იქ ხომ ნომერს შენ თვითონ უთითებ და არ ჩანს იმის უკან რა დგას.
შემოსავლების სამსახურს შეუძლია ამის დადგენა ერთ თვეში, მაგრამ რატომღაც ჩვენ შემთხვევაში ამას მოანდომეს ცხრა თვე. ამჯერად მიდის ჩვენი სასამართლოები და იმის მაგივრად, რომ გაძილერებაზე და გაფართოებაზე ვიზრუნოთ, ვდაობთ და ვართ ამ მდგომარეობაში.“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

























