მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარცვლეულის იმპორტი იზრდება, თუმცა 2014 წლის მაჩვენებელს ვერ აჭარბებს

5b4c98c931ac1
თამუნა დემეტრაშვილი
16.07.18 17:17
629
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანაში 98 მილიონი დოლარის ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 12 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა 2014 წლის მაჩენებელს (152 მილიონი დოლარი) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2 მილიონი დოლარითაა გაზრდილი სიმინდის იმპორტი, რამაც ჯამში 16 მილიონი დოლარი შეადგინა. მცირედით, - 814 ათასი დოლარითაა მომატებული 2016 წელთან შედარებით, ბრინჯის იმპოტი და მან 5,8 მილიონ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ქერს, 2017-ში, 268 ათასი დოლარის ღირებულების ქერი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით (123 ათასი დოლარი) გაორმაგებულია, თუმცა 2014 წელის მაჩვენებელს (640 ათასი დოლარი) მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები