მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა რუსთავში მულტიპროფილური კლინიკა გახსნა

6401b622adff6
ლიკა მეგუთნიშვილი
03.03.23 13:47
1072
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა რუსთავში მულტიპროფილური კლინიკა გახსნა. უახლესი, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო გაიდალინებით აღიარებულ, ხარისხიანი მკურნალობის მეთოდს სთავაზობს. 15 მილიონი ლარის ინვესტიციით აშენებული სამედიცინო ცენტრი რეგიონში 250-მდე ადამიანს ასაქმებს.

„კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, როგორიცაა: 3D ლაპარასკოპია, ახალი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადიაგნოსტიკო საშუალებები და სხვა. ჩვენს სამედიცინო ცენტრში პაციენტებს თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ“, - აცხადებს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი რუსთავის“ დირექტორი, კობა კიკნაველიძე.

მარდალეიშვილის მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრში ისეთი სერვისების მიღებაა შესაძლებელი, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ასევე გადაუდებელი მედიცინის, რეანიმაციის, ტრავმატოლოგიის, ნევროლოგიის, კარდიოლოგიის, ონკოქირურგიის ქიმიოთერაპიისა თუ უჯრედული თერაპიის განყოფილებები ფუნქციონირებს. კლინიკის პაციენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ უროლოგის, მამოლოგისა თუ გინეკოლოგის მომსახურება მიიღონ.

„ეს არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც პაციენტებს ყველა ძირითადი სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა აქვთ. და რა თქმა უნდა, როგორც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის და იქნება ონკოლოგიური პაციენტების მართვა, როგორიცაა: ონკოქირურგია, ონკოუროლოგია, ონკოგინეკოლოგია და ა.შ.“, - აცხადებს კობა კიკნაველიძე.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავში“ ასევე სადიაგნოსტიკო განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც ინოვაციური აპარატურის გამოყენებით პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. კლინიკაში ამ ეტაპზე 65 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა, როგორც ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, უახლოეს მომავალში როგორც საწოლფონდის, ასევე სამედიცინო სერვისების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები