გადაწყვეტილება მიღებულია - კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთი“ მობილური მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად აღიარა და სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა. მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღების დროს მათივე დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს ქმნის. კვლევის შედეგებს კომპანია „მაგთიკომი“ არ ეთანხმება. რა ვალდებულებები განესაზღვრა მაგთის, დაეთანხმა თუ არა კომისიის ყველა წევრი გადაწყვეტილებას და როგორია თავად კომპანიის პოზიცია.