მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარგველაშვილმა პრეზიდენტობისთვის 336,853 ლარის და 37 თეთრის შემოსავალი მიიღო

5bd4dbddd29f3
თელარა გელანტია
28.10.18 12:42
1470
გიორგი მარგველაშვილმა 2013-2017 წლებში, პრეზიდენტის პოსტზე 336,853 ლარის და 37 თეთრის შემოსავალი მიიღო.

პრეზიდენტის მიერ შევსებული ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს პრეზიდენტის პოსტზე მისი შრომის ანაზღაურება 5 653.37 ლარი იყო, შემდეგ 4 წელიწადში კი, პრეზიდენტის წლიური შემოსავალი არ იცვლებოდა და ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ყოველწლიურად 82,800 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ: გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს.

ის მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად 2013 წლის მაისში დაასახელა.

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში ხმათა 62,18%-ით გაიმარჯვა.

„ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, სწორედ მან წამოიწყო პოლიტიზებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი“, - წერია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები