მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყანას ტურიზმის კრიზისების მართვის გეგმა უნდა ჰქონდეს

5cd9889f6bd22
ლიკა გურაბანიძე
13.05.19 23:00
1669
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის აზრით, ქვეყანას ტურიზმის კრიზისების მართვის გეგმა უნდა ჰქონდეს.

ამის შესახებ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა და დასძინა, რომ ტურიზმის კრიზისების მართვის გეგმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

„მსგავსი გეგმა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, რათა ტურიზმში კონკრეტული უარყოფითი შემთხვევებისგან თავი დაიცვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს და ყველა ტურისტულად აქტიურ ქვეყანას აქვს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ 2019 წლის დასაწყისში ბევრი დისკუსია არსებობდა იმის შესახებ ვირუსებმა იმოქმედა თუ არა ტურისტების შემოდინებაზე. ასევე ბევრი კითხვა არსებობდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკომუნიკაციო მიმართულებებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დროული ნაბიჯები იყო თუ არა გადადგმული,“ - განმარტა ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციას საერთაშორისო სტანდარტების გეგმა ჰქონდეს, რაც როგორც - ქართველი, ისე უცხოელი ტურისტის დაცვას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები