მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის სექტორში პროგნოზირების მექანიზმი ამოქმედდება

5cd9553343078
ლიკა გურაბანიძე
13.05.19 15:28
1160
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2018 წლის შეფასებასთან ერთად ახალ ინიციატივებზეც ისაუბრა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ქვეყანაში ტურიზმი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით განვითარდება.

მათ შორის ერთ-ერთი ტურიზმის სექტორში პროგნოზირების მექანიზმის ამოქმედებაა, რომელმაც მომდევნო რამდენიმე თვეში ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების ვიზიტების სავარაუდო ოდენობა უნდა გათვალოს.

ქვრივიშვილის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია, მარკეტინგული მიზნობრივი მიმართულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სტრატეგიულ ქვეყნებში ე.წ. წარმომადგენლობითი კომპანიები ეყოლება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას B2B პლატფორმაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც კერძო სექტორისთვის საკომუნიკაციო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პლატფორმა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები