მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილმა ბულგარელ ჟურნალისტებს საქართველოს სამთო კურორტის პოტენციალი გააცნო

5c7111c7959b5
თელარა გელანტია
23.02.19 13:40
1200
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვირივშვილმა ბულგარელ ჟურნალისტებს გუდაურში უმასპინძლა.

მარიამ ქვრივიშვილმა უცხოური მედიის წარმომადგენლებს სამთო კურორტის პოტენციალი გააცნო და მათთან ერთად გუდაური-კობის დამაკავშირებელი ახალი საბაგიროთი იმგზავრა.

ადმინისტრაციის ხელმძვანელმა ჟურნალისტებს რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზის მნიშვნელობა აუხსნა და საქართველოს სხვადასხვა სამთო კურორტების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუდაურამდე ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ.

პრესტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ბულგარელი ჟურნალისტების 6-კაციანი ჯგუფი, მათ შორის საზოგადოებრივი არხის კორესპონდენტები საქართველოში კულტურის, ღვინის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ. საქართველოს შესახებ მომზადებულ სატელევიზო სიუჟეტებს და სტატიებს ასიათასობით ბულგარელი ტელემაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები