მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა

მარიამ ქვრივიშვილი
23.07.26 11:00
302

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25 პროცენტით, ადგილობრივი ექსპორტი კი 9-ჯერ გაიზარდა.

ხაზი გაესვა სინგაპურში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის დიდ პოტენციალს.

ისაუბრეს ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე, რომლებსაც ყოველწლიურად სინგაპური მასპინძლობს. აღინიშნა, რომ ეს ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები