მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ვალიშვილი: ენერგოეფექტური ღონისძიენებისთვის ფინანსური რესურსების მოძიება არ გართულდება

58f1b74e398f4
BM.GE
15.04.17 10:00
1564
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ყველა საფინანსო ინსტიტუტთან, რომელთანაც საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ჩარჩო დოკუმენტები გაფორმებული აქვს, განახლებადი ენერგიების წარმოებას, ენერგოეფექტურობას, ყველაზე მაღალი ყურადღება ექცევა. ამის შესახებ ვალიშვილმა „საქმის კურსს“ ენერგოეფექტური მიმართულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების წყაროებზე საუბრისას განუცხადა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს ვალდებულებები რამდენიმე წლის შემდეგ ჩაგვერთვება, საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ როგორც პროექტების იდენტიფიცირება, ასევე დაფინანსების წყაროების მოძიება მოხდეს. საჯარო სექტორზე აქცენტები არის იმიტომ, რომ გარკვეულწილად ევროკავშირში კანონმდებლობაც და პრაქტიკაც ლოკომოტივად საჯარო სექტორს მოიაზრებს, რადგან საჯარო სექტორმა პირველ რიგში უნდა შეასრულოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები და კერძო სექტორმა ბაზრიდან გამომდინარე", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ფინანსური რესურსების მოძიება არ გართულდება.

შეგახსენებთ, რომ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტის მიხედვით, 2019 წლიდან ყოველწლიურად, საჯარო უწყებების შენობების დაახლოებით 1% ენერგოეფექტური უნდა გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები