მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიკა ოლსონი: „USAID არა მხოლოდ ფინანსური დახმარების წყაროა, არამედ - ინოვაციის

5fe97b6cd042f
თათია კაკიაშვილი
28.12.20 10:55
901
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობა განხორციელდეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, ბიზნეს სექტორთანაც, რათა ამ ინკლუზიურობით ხელი შეეწყოს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას და განხორციელდეს ხელსაყრელი და წარმატებული პროექტები“, - ამის შესახებ USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა საქართველოში მარიკა ოლსონმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს, ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების მხარდაჭერაა.

„გვინდა, რომ ეს საქმიანობა თვითკმარი იყოს. ადამიანებს აქვთ იმის ამბიცია, რომ გააფართოონ თავიანთი ეკონომიკა და მაღალი ღირებულების დასაქმების შესაძლებლობები შეიქმნას მოქალაქეებისთვის. ჩვენ, ძირითადად, ფოკუსირებული ვართ ახალგაზრდების და ქალთა გაძლიერებაზე. ეს USAID-ის გლობალური ყურადღების საგანია, რომელიც მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების გაძლიერებას მსოფლიოში. დღეს გენდერული თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს. USAID Georgia არის საშუალება, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ კომპანია „კრისტალთან“ - ეს არის წარმატებული პარტნიორობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური განვითარების ნიშნები მიღწეული იქნას ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური ზრდა. ასევე, გვინდა, აქცენტირება გაკეთდეს ფინანსურ წყობაზე, რომ ამ მიმართულებით ადგილობრივი ინვესტიციები უფრო მეტად გაიზარდოს“, - განაცხადა მარიკა ოლსონმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობის პროცესში კერძო სექტორიც ჩართული იყოს, რათა ერთობლივად შემუშავდეს ერთგვარი გადაწყვეტები და არსებული გამოწვევები დაიძლიოს.

„USAID არა მხოლოდ ფინანსური დახმარების წყაროა, არამედ მათგან არაერთი ინოვაცია მოდის, ასევე, ჩვენ ვიზიარებთ ადვოკატირების ძალისხმევას, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ინვესტიციების მიმართულებით. ძირითადად, ჩვენი დახმარება ორიენტირებულია იმ სექტორებზე, რომელიც შექმნის მაღალი ღირებულების დასაქმების შესაძლებლობებს. ვთანამშრომლობთ „აწარმოე საქართველოსთან“ და მომავალი წლების განმავლობაში, მიზნად ვისახავთ, მოვიზიდოთ 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია და გავზარდოთ დასაქმების შესაძლებლობები“, - განაცხადა ოლსონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები