მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარინა ეზუგბაია: 26 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 9 ჩვენი პაციენტია

5ebf96e5795a3
თელარა გელანტია
16.05.20 11:29
1202
„26 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 9 პაციენტია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, უკვე თვალსაჩინოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს ინფიცირებულების რიცხვს.

„ყველა ინფიცირებული სრულწლოვანია. დაგვრჩა კლინიკაში 27 პაციენტი გვყავს. 26 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 9 ჩვენი პაციენტია. გვყავს მხოლოდ 1 მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამ პაციენტთან მიღებული გაუმჯობესება სტაბილურია, რამდენიმე დღეც და ალბათ, მის მონაცემებზე განსხვავებული რანჟირებით დაგელაპარაკებით”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 677-მდე გაიზარდა; ამ დროისთვის ვირუსისგან 419 პაციენტია გამოჯანმრთელებული. covid-19-მა ქვეყანში 12 მოქალაქე იმსხვერპლა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები