მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა კურტანიძის ღვინო ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში და იაპონიაში გაიყიდება

5bd090c13359f
მაია ბიწაძე
24.10.18 19:31
1040
ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, იაპონია - ეს ის ბაზრებია, სადაც მარინა კურტანიძის ღვინო გაიყიდება, რომლის რებრენდინგიც მეღვინე ქალბატონმა ახლახანს განახორციელა. როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, ღვინო "მარინას“ ბრენდით, ახალი ეტიკეტით უკვე ჩამოისხა და ამ კვირაში ამერიკაში გაიგზავნება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გაემგზავრება აღნიშნული ქვეყნების იმპორტიორებთან შეთანხმება უკვე შედგა. მარინა კურტანიძე ღვინოს 2012 წლიდან აწარმოებს, მის ბრენდს ,,მანდილი“ ერქვა. ეს არის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც მანავში მოწეული ყურძნის ჯიშისგან ,,მწვანე“ მზადდება.

,, როდესაც ღვინის ახალ სახელწოდებაზე ვმუშაობდი, ამ სფეროში მოღვაწე რამდენიმე საპატივცემულო ადამიანს ვკითხე აზრი, მათ შორის ღვინის მაგისტრს ლიზა გრანიკს, რომელმაც მირჩია რომ ღვინისთვის ჩემი სახელის დარქმევა კარგი იდეა იქნებოდა. იგივე აზრს იზიარებდნენ იმპორტიორებიც, რომლებიც წლებია ჩვენს ღვინოებს ყიდულობენ. ახალ ეტიკეტზე გაერთიანებულია ვაზის ჯვარი, ყურძნის მარცვალი და ვენერას სარკე „ - განაცხადა მარინა კურტანიძემ.

ღვინო ,,მარინა“ ნატურალურია და შეზღუდული რაოდენობით, სულ 1000 ბოთლი ჩამოისხმება, რაც 2017 წლის მოსავალია. როგორც მარინა კურტანიძე განმარტავს, აღნიშნული მოცულობა უკვე სრულადაა გაყიდული, მომავალ წელს წარმოებას გაზრდის, 2018 წლის მოსავლისგან 1 800-მდე ბოთლ ღვინის ჩამოსხმას ვარაუდობს. ღვინო ქვევრში, 6 თვის განმავლობაში, ჭაჭაზე დადუღებით მზადდება. მისი გასაყიდი ფასი მარნიდან 8 ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები