საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ერთ-ერთი ლიდერი სატრანსპორტო კომპანია Marine Shipping & Forwarding (MSF) გახდა, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობაა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები, თუმცა კომპანიის საქმიანობაში ასევე შედის ისეთი მომსახურებები, როგორიცაა: საჰაერო გადაზიდვები, საბაჟო-საბროკერო მომსახურება, მშრალი, საშიში, თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება და არაგაბარიტული ტვირთის დამაგრება, ტრანსპორტირება.
ქვეყნის მასშტაბით კომპანიას ოფისები აქვს ფოთში, ბათუმსა და თბილისში, და აღსანიშნავია, რომ MSF-ს საიმედო პარტნიორები ჰყავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც საგრძნობლად ამარტივებს და ოპერატიულს ხდის მომსახურების მოწოდების პროცესს.
MSF არის ორი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის Marco Polo & GLA Family-ს წევრი. ასევე კომპანია ფლობს 1,5 მილიონი ლარის ოდენობით პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც მომხმარებლისთვის სიმშვიდის გარანტია.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;
ჯუნა კემულარია - Marine Shipping & Forwarding, გენერალური დირექტორი;