მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარიონელა" ექსპორტის ზრდისთვის ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს - სად გადის ქართული საპატარძლო კაბები?

საქორწილო კაბა

საქორწინო კაბების ბრენდი “მარიონელა” ექსპორტის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ქუთაისის სათავო ოფისის მენეჯერმა, ქეთევან ჩილინგარიშვილმა განაცხადა, რომ ბრენდი ბაზარზე 32 წელია ლიდერობს და ამ დროის განმავლობაში, უცხოელი მომხმარებლების დაინტერესებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა: “ჩვენ გვყავს იაპონელი პარტნიორები, რომლებსაც კაბებს პარტიებით ვაწვდით. გაყიდვების დაახლოებით 20% უკვე ექსპორტზე მოდის”.

ჩილინგარიშვილის თქმით, კომპანიას გეგმაში აქვს სპეციალური საწარმოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდოს.

“გვსურს გავაგრძელოთ ჩვენი პოზიცია საქართველოში, როგორც სახალხო ბრენდი, მაგრამ პარალელურად გავაკეთოთ ქარხანა, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ბაზარზე გავზრდით საექსპორტო მაჩვენებლებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, 2 წლის ვადაში რეალიზდება”, - განმარტა ჩილინგარიშვილმა.

ბრენდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნედლეულის ფასების ზრდა, რომელიც აისახება კაბების საბოლოო ღირებულებაზე. “ნედლეული შემოგვაქვს იტალიიდან, საფრანგეთიდან და ჩინეთიდან, რაც ასევე განაპირობებს ფასების დინამიკას”, - დასძინა ქეთევან ჩილინგარიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები