მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს საზოგადოებას თავს არავინ მოახვევს"

5bdb0cd1960f0
ლევან თაღიაშვილი
01.11.18 18:45
687
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი ეკონომიკურად სარგებლიანია, ის საერთო კონსესუსის გზით უნდა იყოს მიღებული და თუ საზოგადოება ამის წინააღმდეგი იქნება, ხელისუფლება არავის დაძალებას არ აპირებს. 

"არ მოხდება არც მარიხუანის და არც სხვა კანონპროექტის თავზე მოხვევა საზოგადოებაზე. იქნება კონსულტაციები, თუ არ იქნება კონსესუსი და თუ დავინახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება წინააღმდეგია, არანაირ თავზე მოხვევას და კანონის შეტანას და გატანას არ ვაპირებთ. ზოგი ფიქრობს, რომ გასატანია, ზოგი ფიქრობს, რომ დასატოვებელია, თუმცა ეს არის საერთო ეროვნული კონსესუსის გზით მიღებული გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკურად იყო გამართლებული პროექტი, თუმცა თუ საზოგადოება ამის წინააღმდეგია არავინ თავს არ მოახვევს ამას."- განაცხადა მაჭავარიანმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები