მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარჯანიშვილის თეატრი მაყურებლებს მხოლოდ შაბათ-კვირას უმასპინძლებს

605f4a17b38ed
ლიკა გურაბანიძე
27.03.21 20:30
1707

ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების გამო მაყურებლებს მხოლოდ შაბათ-კვირა უმასპინძლებენ მარჯანიშვილის თეატრში. “მარჯანიშვილის თეატრის” დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, რადგან კომენდატის საათი მათ მაყურებლების მიღების საშუალებას სხვა დღეებში არ მისცემს.

“კომენდანტის საათის გამო ადამიანებმა სახლში მისვლა უნდა მიასწრონ, ეს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე უნდა მოხდეს. საღამოს საათებში ტრანსპორტი და გზები ძალიან გადატვირთულია, სწორედ ამიტომ შაბათ-კვირა სპექტაკლებს 16:00 საათზე დავნიშნვათ და ადამიანები სახლში მისვლას მარტივად მოასწრებენ. გარდა ამისა რეგულაციების გამო სკამების განსხვავებული განლაგება გვექნება. მაყურებელი ერთი სკამის გამოტოვებით დაჯდება” - განმარტა მაზმიშვილმა.

ცნობისთვის თეატრები მაყურებლების მიღებას 1-ლი აპრილიდან შეძლებენ. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები