მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mark & Spencer-ი ონლაინ გაყიდვების ქსელს აფართოებს

604790e857a29
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.21 21:40
767
ცნობილი ბრიტანული ბრენდი Mark & Spencer-ი ონლაინ გაყიდვების ქსელს აფართოებს. უახლოეს მომავალში მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 46-მდე ახალი ონლაინ გაყიდვების ვებ-გვერდი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ონლაინ გაყიდვების გაფართოების შემდეგ 100-ზე მეტ ქვეყანას ექნება წვდომა Mark & Spencer-ის პროდუქციაზე.

Mark & Spencer-ის გაფართოებაზე განსაკუთრებული ფინანსური რესურსი არ დაიხარჯება, სამაგიეროდ კომპანია გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.

Mark & Spencer-ის განცხადებით, კომპანიის ონლაინ გაყიდვები პანდემიის დროს 75%-ით გაიზრდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზარალმა გასულ წელს 87.6 მილიონი ფუნტი შეადგინა. შესაბამისად Mark & Spencer-მა რესტრუქტურიზაცია დაიწყო და 7,000-მდე სამუშაო ადგილი გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები