მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარკ ცუკერბერგი 2100 წლამდე ყველანაირი დაავადების "დამარცხებას" აპირებს

57e390ee26cde
BM.GE
22.09.16 12:03
2083
Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი 2100 წლამდე ყველანაირი დაავადების „დამარცხებას“ აპირებს. ამ მიზნით ცუკერბერგი და მისი მეუღლე მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამედიცინო კვლევებისთვის 3 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. წყვილმა სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მიზანი იყო „ყველა დაავადების განკურნება, პრევენცია და მართვა საუკუნის დასასრულამდე“.

კონფერენციაზე ცუკერბერგმა კონკრეტულად ისაუბრა, რას აპირებს გამოყოფილი თანხით. მისი თქმით, 3 მილიარდი დაიხარჯება სხვადასხვა ქვეყნიდან მეცნიერების შეკრებისთვის, მათთვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების მოწყობისთვის.

წყვილმა უკვე დახარჯა 600 მილიონი დოლარი ახალი საკვლევი ცენტრის „ბიოჰაბის“ შექმნისთვის, რომელიც ინჟინრებს, კომპიუტერის მეცნიერებს, ბიოლოგებს, ქიმიკოსებს და სხვა სპეციალიესტებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები