მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარკ როტკოს ტილო Sotheby’s-ის აუქციონზე $85.8 მილიონად გაიყიდა

როტკო

მარკ როტკოს ნამუშევარი Brown and Blacks in Reds (1957) ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე 85.8 მილიონ დოლარად გაიყიდა რითაც მხატვრის ისტორიაში აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა.

აუქციონი Sotheby’s-ის მედისონ ავენიუს სათავო ოფისში გაიმართა, აუქციონზე ჯამში 433.1 მილიონი დოლარის ნამუშევრების გაიყიდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიური აუქციონის შედეგი 186.1 მილიონ დოლარს შეადგენდა.

როტკოს ტილო თავდაპირველად 70-დან 100 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული. ნამუშევარი თავდაპირველად ალკოჰოლური სასმელების მაგნატის, ჯოზეფ სიგრამის კოლექციაში ინახებოდა, ხოლო 2003 წელს ის ნიუ-იორკის Christie’s-ის აუქციონზე რობერტ მნუჩინმა 6.7 მილიონ დოლარად შეიძინა.

როტკოს ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარი დღემდე Orange, Red, Yellow (1961) რჩება, რომელიც 2012 წელს Christie’s New York-ის აუქციონზე 86.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე ასევე გაიყიდა როტკოს კიდევ ერთი ნამუშევარი — No. 1 (1949), რომლის ღირებულებამ 20.8 მილიონ დოლარს მიაღწია. აღნიშნული ტილო 2017 წელს Christie’s-ის მიერ ლონდონში ჩატარებულ აუქციონზე 13 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე ნიუ-იორკელი არტ-დილერის, რობერტ მნუჩინისა და მისი მეუღლის, ადრიანას კოლექციიდან 11 ნამუშევარი გაიყიდა, მათ შორის ვილემ დე კუნინგის, ფრანც კლაინის და პაბლო პიკასოს ნამუშევრები. მთლიანობაში ლოტები 166.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები