პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროპა მზად არის, წამყვანი როლი აიღოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„არის სურვილი და მზადყოფნა. ეს არის ჩემი შეხედულება პარიზში დღევანდელი შეხვედრიდან. ევროპა მზად არის წინსვლისთვის, რომ უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. მზად ვართ, კიდევ ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში. დეტალები უნდა გადაწყდეს, მაგრამ ვალდებულება ნათელია“, – წერს რუტე.
შეგახსენებთ, გუშინ პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართა.




























