მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკ უოლტერმა “ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” $10 მილიარდად შეიძინა

მარკ უოლტერი ლეიკერსი

ამერიკელმა ბიზნესმენმა მარკ უოლტერმა “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” თაობაზე გარიგება საბოლოოდ დახურა.

სხვადასხვა მედია გამოცემის ინფორმაციით, “ლეიკერსი” $10 მილიარდის სანაცვლოდ გაიყიდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია არამარტო ამერიკული სპორტის, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში.
17-გზის ჩემპიონი კლუბი ბასების ოჯახის მფლობელობიდან უოლტერის საკუთრებაში გადავა, რომელიც ასევე “ლოს-ანჯელეს დოჯერსის” (ბეისბოლი), “ლოს-ანჯელეს სპარკსისა” (ქალთა კალათბურთი) და ფორმულა 1-ის მომავალი გუნდის, “კადილაკის” წილებს ფლობს.

განცხადების თანახმად, ჯინი ბასი პრეზიდენტად დარჩება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველდღიური ოპერაციების მართვას გააგრძელებს.

“ლეიკერსი” ბასების ოჯახის საკუთრება 1979 წლიდან იყო. მაშინ ჯერი ბასმა ფრენჩაიზი ჯეკ კენტ კუკისგან $67.5 მილიონად შეიძინა და NHL-ის გუნდი, “ლოს-ანჯელეს კინგსიც” მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები