ერთ წელში მცირე ზომის სასურსათო მაღაზიების რაოდენობა განახევრდა- მაღაზიათა ასოციაციის ინფორმაციით, მათი წევრების რაოდენობა 800-დან 400-მდე შემცირდა. დისტრიბუტორები კი მაღაზიების დახურვის გამო მიწოდებული პროდუქციის დანაკარგებზე საუბრობენ. რა გამოსავლის გზაზე საუბრობენ ბაზრის მოთამაშეები და დგას თუ არა დღის წესრიგში მხარეებს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მთავრობის ინიციატივა იყო?