მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციები: Marketing Brew by Mastercard

  Marketing Brew by Mastercard
28.06.24 16:03
436

თანამედროვე კონკურენტულ ლანდშაფტში, პერსონალიზებული მარკეტინგული სტრატეგია გადამწყვეტია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტად დაუკავშირდეს მომხმარებლებს და შეინარჩუნოს ლოიალური დამოკიდებულება. ის გულისხმობს ინდივიდუალურად, მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას მათი პრეფერენციებისა და ქცევების საფუძველზე. ეს მიდგომა სცილდება ტრადიციულ, ერთჯერად მარკეტინგულ კამპანიებს - ცდილობს თითოეულ მომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი შინაარსი და შესთავაზოს მათ ღირებული გამოცდილება. სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხების მიმოხილვას ეხებოდა Mastercard-ის საინტერესო ღონისძიება Marketing Brew.

ღონისძიება Mastercard-ის მარკეტინგის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა, იასემინ დეველიოღლუმ გახსნა. მან ხაზი გაუსვა მარკეტინგულ კამპანიებში პერსონალური მიდგომის მზარდ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ როგორ ცვლის ინდუსტრიას მონაცემებზე ორიენტირებული სტრატეგიები. Mastercard-ის მთავარი მიმართულება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა, სადაც მომხმარებლის მოთხოვნილებების გაგება და მათი დაკმაყოფილება, ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის საფუძველია.

Mastercard-ის Priceless პლატფორმა არის გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პერსონალიზაციამ აამაღლოს ბრენდი და შექმნას დასამახსოვრებელი, შეუფასებელი გამოცდილება მომხმარებლისთვის. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს უნიკალური, პერსონალიზებული გამოცდილება, რომელიც სცილდება ტრანზაქციებს და ამყარებს ემოციურ კავშირს მომხმარებლებთან. ეს არ არის მხოლოდ ტენდენცია - ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომლის მთავარი გმირიც, მომხმარებელია.

ღონისძიებაზე განხილული იყო ციფრული მედიაც, როგორც თანამედროვე მარკეტინგის მთავარი შემოქმედი. საუბარი განვითარებად მედია ლანდშაფტს და ციფრული პლატფორმების მზარდ როლს ყოველდღიურად მზარდ როლს შეეხო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სესია, რაღა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტის მარკეტინგში ინტეგრირებას დაეთმო. თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგულ სტრატეგიებსა თუ ტაქტიკებს, წინასგანჭვრეტადი ანალიტიკიდან დაწყებული, ავტომატიზებულ კონტენტის შექმნამით დასრულებული; თუ როგორ შეუძლია AI-ს გააუმჯობესოს მომხმარებელთა გამოცდილება და მოახდინოს მარკეტინგული ოპერაციების ოპტიმიზაცია, რაც მას თანამედროვე სამყაროში ყველა ზომის ბიზნესისთვის საინტერესო იარაღად აქცევს.

საინტერესო მოხსენებები პანელური დისკუსიითა და კითხვა-პასუხით გაგრძელდა, დამსწრეები ცოცხალ საუბარში ჩაერთვნენ და მომხმარებელთა მოლოდინებისა და ღირებულების შექმნის შესახებ ისაუბრეს. ახალი იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკების გასაზიარებლად, ინტერაქტიური ფორმატი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

საუბარი დაეთმო Mastercard-ის სამოგზაურო უპირატესობებს და როგორც პრემიუმ, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილ შეთავაზებებს. წარმოდგენილი შესაძლებლობები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესებს გამოიყენონ ეს შეთავაზებები მომხმარებელთა ჩართულობისა და ლოიალობის პროგრამების გასაუმჯობესებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები